ათქვიფეთ კვერცხი, ჩაყარეთ შაქარი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და შესქელებული რძე. დაამატეთ ფქვილი და კაკაო, მოურიეთ დაბალი რეჟიმით. გააზავეთ სოდა და ძმარი ერთმანეთში, ჩაასხით გამზადებულ მასაში. მოათავსეთ პერგამენტული ქაღალდი 23 სმ საცხობ ფორმაზე და გადაიტანეთ ცომი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დაგჭირდებათ დაახლოებით 35 წუთი. მოამზადეთ სიროფი: კონიაკი და შაქარი მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. მოურიეთ ხშირად ხის კოვზით მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. დაიწყეთ კრემის მომზადება: ათქვიფეთ კარაქი, დაამატეთ ვანილი და შესქელებული რძე. ათქვიფეთ კარგად. ბოლოს დაამტეთ კაკაო. მოხარშეთ ორთქლზე კაკაო და შაქარი. დაამატეთ რძე. როდესაც ინგრედიენტები ბოლომდე კარგად გაიხსნება და დაამატეთ კარაქი. კარგად მოურიეთ. გამომცხვარი ცომი დააყოვნეთ სანამ კარგად არ გაგრილდება. უმჯობესია დაელოდოთ 8–12 საათით. შემდეგ გაყავით 3 ნაწილად. დანამეთ პირველი ფენა, წაუსვით კრემი, გადაანაწილეთ თანაბრად და ასე გაიმეორეთ მეორე ფენის შემთხვევაშიც. ბოლო ფენას ზემოდან წაუსვით დარჩენილი სიროფი და შედგით მაცივარში 2 საათით. ბოლოს, დაასხით გამზადებული კაკაო ბოლო ფენას ისე, რომ ტორტი მთლიანად დაიფაროს კაკაოთი.