სქელ ძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ მწიკვი მარილი, წყალი რომ წამოდუღდება, დაამატეთ კარაქი. კარაქის გადნობის შემდეგ, დაამატეთ ფქვილი, მოურიეთ ხშირად და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 8-10 წუთით. შემდეგ მიღებული მასა, გადაიტანეთ ჯამში, მასა რომ გაცივდება, დაამატეთ კვერცხი თითო – თითოდ და თან თქვიფეთ. ფორმების მისაცემად, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონდიტრო პარკი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წთ, და შემდეგ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 10 წუთით. დაიწყეთ კრემის მომზადება: 1ლ თბილ რძეში , გახსენით 400გრ შაქარი და 300გრ ფქვილი, მოურიეთ განუწყვეტლივ , მზად რომ იქნება, გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ საკონდიტრო პარკი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ათქვიფეთ 350 გრ კარაქი და დაამატეთ ცივი კრემი, ს/კ დახმარებით, დაამატეთ ვანილი. საკონდიტრო ტომრის დახმარებით, სათითაოდ დაკრემეთ შუ. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრი.