თასში მოვათავსოთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად, გავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული, არაჟანი, ზეთი, ბოლოს - მშრალი ინგრედიენტები. მიღებული მასა მოვათავსოთ 24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაზე, ქლიავი დავჭრათ და თავზე მოვაწყოთ. ვაცხობთ 180°ზე 45 წთ, მზას მოაყარეთ შაქრის პუდრა, მართლაც უგემრიელესია!