გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა თესლებისაგან და კარგად დაამარილეთ. დატოვეთ 2 საათით. ბულგარული წიწაკა გახდება რბილი და გაიკეთებს წვენს. ამის შემდეგ, კარგად გარეცხეთ წიწაკები. ადუღებულ წყალში ჩაასხით ლიმონმჟავა, ჩაყარეთ ბულგარული წიწაკები, დაადეთ სიმძიმე. გადმოიტანეთ ცივ წყალში რათა ფერი დიდხანს შეინარჩუნოს წიწაკამ. შემდეგ, გააშრეთ. მჭიდროთ დაადეთ ერთმანეთს ბულგარული წიწაკები და ისე მოათავსეთ ცელოფანში. უმჯობესია, შეფუთვის შემდეგ, ჩადოთ კიდევ ერთ ცელოფანში და კარგად შეკარით, რათა არ ჰქონდეს ჰაერთან კონტაქტი და შეინახეთ საყინულეში.