საქონლის სუკი გრილტაფაზე დავასხათ ზეთი და დავუმატოთ კარაქი, შემდეგ დავალაგოთ ხორცის ნაჭრები და შევწვათ 3 წთ-ით, მოვხალოთ მიწისთხილი, დავკეპოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ხორცი რომ შეიწვება, ამოვავლოთ მიწისთხილის საფანელში. შავი მოცხარის სოუსი წამოვადუღოთ მოცხარი, გავხეხოთ და დავუმატოთ ნიორი, მარილი და შავი პილპილი. ჩილის სოუსი დავკეპოთ ნიორი და წითელი წიწაკა (თესლები გამოვაცალოთ), შემდეგ გადავიტანით ქვასანაყში და დავუმატოთ შაქარი, მარილი, ლიმონისა და ლაიმის წვენი ,ზეითუნის ზეთი, მწვანე ხახვი და ქინძი წვრილად დაჭრილი. გარნირი მწვანე ლობიო მოვწალოთ და შემდეგ მოვბრაწოთ ტაფაზე, რომ გაცივდება დავუმატოთ მზესუმზირის მიკრო, ამოვურიოთ უხეშად.