ამობრუნებული ნამცხვარი გოგრით
ამობრუნებული ნამცხვარი გოგრით
დრო 50წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 20 მლ
  • შაქარი - 150-180 გ
  • სახამებელი - 40 გ (სასურველია სიმინდის)
  • კვერცხი - 2
  • გოგრა, გარჩეული - 400 გ
  • ვანილი
  • ფორთოხლის ცედრა - 1-2 ჩ.კ
  • მარილი - დანის წვერით
მომზადების წესები
ღუმელი გავახუროთ 175 გრადუსზე.
გოგრა დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად.
100 გ შაქარს დავამატოთ ვანილი, ლიმონის წვენი და ფორთოხლის ცედრა. გავადნოთ შაქარი ტაფაზე, მიღებული კარამელი ჩავასხათ სილიკონის ფორმაში და კარგად გავანაწილოთ ძირზე.
შემდეგ დავალაგოთ გოგრის ნაჭრები 1-2 ფენად.
შევდგათ ფორმა ღუმელში 10-15 წუთი.
მოვამზადოთ ცომი: გავცრათ სახამებელი, კვერცხები დარჩენილ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ მოცულობაში 2-3 ჯერ არ მოიმატებს. დავამატოთ სახამებელი და აკურატულად, თუმცა სწრაფად გადავურიოთ კოვზით ან ხელის სათქვეფით.
გადავიტანოთ ცომი ფორმაში, სადაც გოგრაა და გამოვაცხოთ 5 წუთი იმავე ტემპერატურაზე, შემდეგ 10-15 წუთი 150 გრადუსზე.
ხის ჩხირით შევამოწმოთ მზაობა, ღუმელიდან დამოღების შემდეგ 10 წუთი ვაცალოთ და თეფშზე გადმოვაბრუნოთ. 
მივირთვათ  ბილი, ნაყინთან ან კრემისებურ ხაჭოსთან ერთად.
ტეგები:
ნამცხვარი გოგრა სახამებელი ნანახია: 8513