ქვაბში მოთუშეთ ხახვი ზეთში, როდესაც შეიცვლის შეფერილობას, დაამატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, კარგად მოურიეთ. დაიწყეთ სოუსის მომზადება: ჩაასხით 3 ჭიქა წყალი ჯამში, გააზავეთ ტომატის პასტა და დაამატეთ 1 ჩკ შაქარი. მზა სოუსი დაამატეთ სტაფილოს. ხარშეთ 25 წუთით. გადაიტანეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა ქვაბში, 5 წუთის შემდეგ, დაამატეთ მწვანილი და წიწაკის მარცვლები. როდესაც კარგად წამოდუღდება ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ 2 სკ მარილი და დაელოდეთ 5 წუთით. მასა გადაანაწილეთ ქილებში. დააფარეთ თავსახური. ჩაასხით ქვაბში წყალი, მოათავსეთ ნაჭერი და ჩააწყვეთ ქილები. დაგჭირდებათ 25–30 წუთი, როდესაც კარგად ადუღდება წყალი, გადმოდგით ქილები და მოხუფეთ.