მოათავსეთ ჭარხალი დიდ ქვაბში და აადუღეთ, შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დააბლენდერეთ. დაუმატეთ მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი და ლიმონმჟავა. ეს მასა აადუღეთ და გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში. ამ დოზებით გამოდის 4 ნახევარლიტრიანი ქილა. შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.