მოცემული ინგრედიენტებით გამოდის 12 ცალი ფუნთუშა. თბილ რძეს დაუმატეთ შაქარი და გამაფხვიერებელი, შემდეგ - მარილი, ვანილი, კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ელასტიური ცომი, ისეთი, რომ ხელზე არ გეკვროდეთ. შეფუთეთ და დაელოდეთ. როდესაც გაორმაგდება, გააბრტყელეთ. მიეცით ოთხკუთხედი ფორმა, ნახევარზე გადაანაწილეთ გულსართი და გადააფარეთ ცომის მორჩენილი ნაჭერი, ნაპირები შეკარით და კიდევ გააბრტყელეთ. ასე გაიმეორეთ სამჯერ. ბოლოს, დაჭერით კუბიკებად და მიეცით ფორმა, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და მოათავსეთ თბილ ადგილას 20 წუთით. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით, დაახლოებით 20 წთ-ის განმავლობაში. გულსართი მზადდება როგორც ქადის გული, ჩამოთვლილი ინგრედიენტები შეურიეთ ხელით. ქიშმიშს მოხმარებამდე დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთით, გაამშრალეთ სამზარეულოს ქაღალდზე და ისე შეურიეთ.