ათქვიფეთ კვერცხის გული და 100გრ შაქარი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი ან მარგარინი, თაფლი, მაიონეზი (სიფხვიერისთვის), სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. ცომი უნდა იყოს ელასტიური. მიღებული მასა, მოვათავსეთ 30 წუთით მაცივარში. ამ დროის გასვლის შემდეგ, მასა გაყავით 3 ნაწილად, პირველი ნაწილი გააბრტყელეთ ფორმაში, გადაანაწილეთ გახეხილი ვაშლი. საცხობად გამოიყენეთ 24-26-28 სმ დიამეტრის ფორმა. შემდეგ გააბრტყელეთ მასის მეორე ნაწილი და დაადეთ გახეხილ ვაშლს ცალკე. დარჩენილი ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე, დაუმატეთ 300გრ შაქარი და ვანილი. ბოლოს, დაუმატეთ ბეზეს ქიშმიში და გატარებული ნიგოზი. ეს მასა დაასხით გაბრტყელებულ ცომზე და გადმოაფინეთ მესამე ფენა, გამოვაცხვეთ 170 -180° ზე, დაახლოებით 45 წუთით. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ, რადგან შეიძლება, მეტი დროც დასჭირდეს. გამომცხვარი ნამცხვარი გააცივეთ და ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი, მორთეთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით.