მოაყარეთ შაქარი ქლიავს, დადგით ცეცხლზე. როდესაც კარგად წამოდუღდება, დააბლენდერეთ და დაამატეთ ერთმანეთში გაზავებული სიმინდის სახამებელი და წყალი. ისევ წამოადუღეთ, შემდეგ გადმოიტანეთ ჯამზე და გააგრილეთ. დაიწყეთ ცომის მომზადება: ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, შაქარი, მარილი და ვანილი. დაუმატეთ არაჟანი და კვერცხის გულები. კარგად მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი. დაამუშავეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას და გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით. კვერცხის ცილა ამოიყვანეთ ლიმონმჟავასა და მწიკვ მარილთან ერთად. ეტაპობრივად დაუმატეთ შაქარი. კრემისებრ მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ სახამებელი და თქვეფა განაგრძეთ. გადაიტანეთ ცომზე გამზადებული ხილის ფაფა, გადაანაწილეთ თანაბრად კრემი (ამოყვანილი ბეზე) და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.