დავადგათ წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე. სანამ წყალი ადუღდება დავჭრათ მოცარელა პატარა ზომის კუბებად. ავანთოთ გაზქურა და ცეცხლზე წყლით სავსე ქვაბი დავგათ, პარალელურად პატარა ზომის კუბებად დავჭრათ მოცარელა. ამასობაში, პატარა ჯამში გადავიტანოთ კრემ-ყველი, შევაზავოთ მარილით და კარგად დაკეპილი პიტნით, გადავდოთ გვერდზე. როგორც კი წყალი ადუღდება ჩავყაროთ მოცარელას ნაჭრები და დავიწყოთ ხის კოვზით გადაზილვა. როდესაც მივიღებთ ერთიან შეკრულ მასას, გადმოვდგათ ცეცხლიდან. შემდეგ წყლის გარკვეული რაოდენობა გადავაქციოთ, ხოლო დარჩენილი წყლით დავასველოთ ხის დაფა. გადმოვიტანოთ ყველის მასა და რაც შეიძლება სწრაფად გავაბრტყელოთ. შეზავებული კრემჩიზის მასა მოვათავსოთ ცენტრში და მოვახვიოთ ხინკალივით, მაქსიმალურად მკვრივად მოვუჭიროთ თავს და ამოვატრიალოთ მეორე მხარეს, ამის შემდეგ დავჭრათ ხახვი თხელ რგოლებად, 5-10 წუთით გავაჩეროთ ცივ ყინულებიან წყალში. პარალელურად ცალკე ჯამში დავიწყოთ ხახვის მარინადის მომზადება, ჩავასხათ ბალზამიკოს ძმარი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი დავუმატოთ ხახვი, კარგად ამოვურიოთ და 10-15 წთ-ის განმავლობაში გავაჩეროთ მაცივარში. უშუალოდ კერძის სერვირების წინ მოვამზადოთ დრესინგი: ჯამში მოვათავსოთ გახეხილი ნიორი, ჯინჯერი, სოიოს სოუსი, მარცვლოვანი დიჟონის მდოგვი, მარილი და შაქარი. ხელის ბლენდერით დავიწყოთ ამ მასის დაბლენდერება და წვრილი ნაკადით დავიწყოთ ზეითუნის ზეთის დამატება. როგორც კი მასა ემულსირდება, ერთგვარი დრესინგიც მზადაა. სულ ბოლო მომენტში საშუალოდ მოვხალოთ ნიგოზი და დავკეპოთ, ჯამში ჩავყაროთ წინასწარ გარეცხილი რუკოლას ფოთლები, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, ხახვის მარინადი და ამოვურიოთ ნაზად, თეფშის ცენტრში მოვათავსოთ გებჟალიას ბურთულა, გარშემო ლამაზად დავდოთ სალათის მიქსი, ზემოდან მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი, გავაფორმოთ რეჰანის ფოთლებით, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. დრესინგით უშუალოდ მირთმევის წინ შევაზავოთ.