საშუალო ზომის მწვანე პომიდვრები გარეცხეთ და გაჭერით სათითაოდ სიგანეზე, ისე რომ ერთმანეთს არ მოსცილდეს გაჭრილი ნაწილები. შუაზე გაჭრილი პომიდორები ამოავსეთ თვალის ზომით წვრილად დაჭრილი ნივრის, ნიახურის, ოხრახუშისა და მწარე მწვანე წიწაკის ნარევით (ასევე უხდევა წითელი წიწაკაც). უფრო მოზრდილია პომიდვრები (ქილებში რომელიც არ ჩადის), დაჭერით ნაჭრებად და აურიეთ მზა მწვანილიან მორჩენილ ნარევში. გამზადებული პომიდვრებიი ჩააწყვეთ ქილებში, დაასხით მარილწყალი გემოვნებით – ერთ ლიტრ ცივ წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი მარილი, თავმობმული. დააფარეთ თავსახურები. დადგით გრილ ადგილას, დაიდუღებს და დამწნილდება.