დაიწყეთ მარინადის მომზადება: ჩაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, მცენარეული ზეთი, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთლები, ნიორი და მოადუღეთ. დაჭერით ბადრიჯანი მოგრძო ნაჭრებად, დაამარილეთ. დაჭერით ასევე მოგრძო ნაჭრებად ბულგარული წიწაკაც. გააშრეთ ბადრიჯანი და შეწვით ორივე მხრიდან. ბულგარული წიწაკა ჩააწყვეთ მოდუღებულ მარინადში რამდენიმე წუთით, დიდი ხნით არ დააყოვნოთ, ზედმეტად რომ არ მოიხარშოს. ჩაალაგეთ კონტეინერში ფენა-ფენად: ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი ნიორი. ბოლოს მოასხით ცივი მარინადი. რაც უფრო დიდი ხნით დააყოვნებთ მაცივარში, მით უფრო გემრიელი გახდება.