ათქვიფეთ კარაქი და შაქარი მიქსერით მანამ, სანამ არ მიიღებთ ფაფუკ მასას. შემდეგ, სათითაოდ დაამატეთ კვერცხის გული და თან მოურიეთ. დაამატეთ რძე, ერთმანეთში გაზავებული ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტული ქაღალდი და გადაანაწილეთ ცომი თანაბრად. დაიწყეთ ბეზეს მომზადება: კვერცხის ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი და ათქვიფეთ. როდესაც მასა გაიზრდება, დაამატეთ შაქარი და ლიმონმჟავა. კარგად ათქვიფეთ. გადაანაწილეთ ცომზე გამზადებული ბეზე, კოვზით მიეცით სასურველი დიზაინი. დაჭერით წვრილად თხილი და მოაყარეთ ნამცხვარს. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, 35–40 წუთის განმავლობაში. გამზადებული ნამცხვარი გაჭერით 2 ნაწილად, დაიწყეთ კრემის მომზადება: მოათავსეთ ჯამში ნაღები და ცივი რძე, ათქვიფეთ მიქსერით, საშუალო სიჩქარით. დაგჭირდებათ 3–4 წუთი. გადაიტანეთ კრემი საკონდიტრო ტომარაში და წაუსვით ნამცხვრის პირველ ფენას, შემდეგ დაადეთ მეორე ფენა და გვერდები დაფარეთ კრემით. ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი.