ბოსტნეული დავჭერი სასურველ ნაჭრებად, დავასხი ზეთი და ძმარი, კარგად ავურიე ყველაფერი ერთმანეთში და შევაზავე მარილით, გემოვნებით. ერთი ღამე დავტოვე ჭურჭელში, წვენი გაუშვა და გემოებიც გაუჯდა. შემდეგ ჩავდე ქილებში, დარჩენილი წვენიც გადავანაწილე თანაბრად. დავაფარე თუნუქის სახურავები და გავასტერილე, დუღილიდან 30-40 წთ-ში მოვხუფე.