1. შეარჩიეთ დიდი ზომის ტაფა და დადგით საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი. მას შემდეგ, რაც ზეთი გაცხელდება დაამატეთ კუბებად დაჭრილი ქათმის მკერდი და თქვენი გემოვნებით მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ტაფაზე გააჩერეთ მანამ, სანამ არ შეიწვება ქათამი და გადმოიტანეთ ცალკე ჯამზე. 2. იმავე ტაფაზე დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი და დაამატეთ დაჭრილი სოკო. დაამატეთ ბროკოლი როდესაც დარბილდება სოკო და ურიეთ მანამ, სანამ ბროკოლი არ გახდება რბილი. მიღებული მასა გადმოიტანეთ ტაფიდან და გადადგით ცალკე. 3. ისევ დაამატეთ ტაფას 1 სუფრის კოვზი ზეთი, ნიორი და ჯანჯაფილი. გააჩერეთ 2-3 წუთით. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. 4. დაუმატეთ შემწვარი ქათამი და ბოსტნეული. მოურიეთ გაცხელებამდე.