აისბერგისა და რუკოლას მიქსს ვუმატებთ ბალზამიკოს და ზეითუნის ზეთს, ვუმატებთ გოგრის გულებს, ბროწეულის მარცვლებს, ფორთოხლის ცედრასა და პესტოს სოუსს. ცალკე ვამზადებთ ოხრახუშის გოგრის გულების, ისპანახისა და კაპერსის დრესინგს, მიღებულ მასას შახმატურად ვათავსებთ სალათის ზედაპირზე. ორაგულს ვწვავთ 43 გრადუს ტემპერატურაზე კარაქთან ერთად და კუბების სახით ვანაწილებთ თეფშზე. დარჩენილ ინგრედიენტებს სალათის ზედაპირზე ბალანსირებულად ვანაწილებთ და სალათი მზადაა!