ვრეცხავთ ფოთლებს და ვაშრობთ. ცალკე ვამუშავებთ მიდიებსა და კრევეტებს. ვჭრით ლურჯ ყველს მოგრძო ნაჭრებად. ასევე ლეღვს - 4 ნაჭრად. სალათის ფურცლებს ვასხამთ ოდნავ ზეითუნის ზეთს, ლიმონის ცედრას და ოდნავ ვორჩესტერს. ვდებთ თეფშზე კოშკივით. გვერდზე ვულაგებთ ჩერი პომიდორს, ლურჯ ყველს, დაჭრილ ლეღვს. ბლენდერში ვყრით ბანანს, გაფცქვნილ მანგოს, დიჟონის მდოგვს, ბალზამიკოს ძმარს, ვორჩესტერს. ვაბლენდერებთ და ვუმატებთ ზეითუნის ზეთს. უნდა მივიღოთ დრესინგის ტექსტურა. ცალკე ვახურებთ ტაფას, ვასხამთ ზეითუნის ზეთს, ნიორს, კარაქს და ვიწყებთ ზღვის პროდუქტების შეწვას. ბოლომდე არ უნდა გამოვაშროთ კრევეტები და მიდიები. ბოლოსკენ სოიოს სოუსი და ლიმონის წვენი დავუმატოთ და თავსახური დავაფაროთ. არომატები რომ გაჯდება, ვალაგებთ სალათს გარშემო.