ჯამში კვერცხს, მარილს და წყალს ვთქვეფთ, ნელ-ნელა ვუმატებთ ფქვილს, რომ კარგად გაიხსნას. ვუმატებთ გამაფხვიერებელს და წვრილ ბადეში გავატარებთ. ქვაბში ვასხამთ ბევრ ზეთს და ვაცხელებთ. ვდებთ ორი ზომის მრგვალ ყალიბს, მათ შორის 2-3 სანტიმეტი უნდა იყოს დაშორება. ცომს ნელ-ნელა წრიული მოძრაობით ვასხამთ ყალიბებს შორის. გაზს ვუწევთ დაბალზე. ოქროსფერს როგორც კი მიიღებს, გადმოგვაქვს ცალკე და ქაღალდით ვამშრალებთ. დრესინგისთვის: ციტრუსებს ვწურავთ, ვუმატებთ ჩახეხილ პარმეზანს და დანარჩენ იგრედიენტებს და ხელის ბლენდერით ვთქვეფთ, ნელ-ნელა ვუმატებთ ზეთს. ვაფლს ვათავსებთ თეფშზე. შიდა ნაწილს ვავსებთ აისბერგის ფოთლის პატარა ნაკუწებით, ზემოდან მანგოს წვრილ გრძელ ნაჭრებს და კანგაცლილ ლეღვს ვდებთ. დრესინგი, სურვილისამებრ, ან თავიდანვე გადავურიოთ აისბერგის ფოთლებს, ან უკვე დასრულებულ კერძს ზემოდან მოვასხათ მირთმევისას.