მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი. მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ ცოტა კარაქი, კამა, ხახვი, მარილი, პილპილი და კარგად ჩაზილეთ. დაუმატეთ გახეხილი მოხარშული სტაფილო, კიტრის მარინადი, ცოტა კამა, კვერცხი და ბარდა შეინახეთ გასაფორმებლად. აურიეთ კარგად და გადმოიტანეთ ფორმაში, დააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი, ადვილად რომ გადმოვიდეს ფორმიდან. მასა რომ გაცივდება, გადმოაბრუნეთ, წაუსვით მაიონეზი და გააფორმეთ. გამოდის ლამაზი და უგემრიელესი.