• ყვავილოვანი კომბოსტოს დაასხით ადუღებული წყალი, მოაყარეთ მარილი და ადუღეთ 6 წუთით. • შემდეგ წვრილად გაჭყლიტეთ კომბოსტო და გადადეთ ჯამში, კვერცხი ათქვიფეთ და დაასხით კომბოსტოს, ასევე დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. • კამა და ოხრახუში წვრილად დაჭერით და დაუმატეთ კომბოსტოს მასას. • ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, გააკეთეთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან კატლეტები და შეწვით ორივე მხრიდან 4-4 წუთის განმავლობაში.