კვერცხი და შაქარი შეურიეთ ერთმანეთს და გათქვიფეთ. დაუმატეთ თაფლი, ზეთი და დანარჩენი ინგრედიენტები, გარდა მსხლისა და ლიმონის წვენისა. ჩაასხით ფორმაში და შედგით ღუმელში 5 წუთით, შემდეგ მოაწყვეთ მსხვილად დაჭრილი მსხლის ნაჭრები, რომელიც წინასწარ უნდა გქონდეთ ლიმონის წვენში ჩაწყობილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათით.