წითელი ლობიო ნიგვზით
+ N/A
წითელი ლობიო ნიგვზით
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვითელი ყვავილი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
  • დაფქული ქინძის მარცვლები - 1/2 ჩ.კ
  • ქინძი - 1 კონა
  • ნივრის კბილი - 2
  • დაფქული ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ხახვი - 1
  • ლობიო, მოხარშული - 3 ჭიქა
  • ძმარი - 1 ს.კ
  • უცხო სუნელი - 1/2 ჩ.კ
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
მზა, მოხარშული ლობიო გადავწუროთ.ნიორი და ქინძი წვრილად დავჭრათ.
მოვამზადოთ სოუსი: გატარებულ ნიგოზს შევურიოთ დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ყვიტელი ყვავილი, მარილი და პილპილი.
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და მოვასხათ ძმარი, 5 წუთის შემდეგ მსუბუქად გავწუროთ და დავამატოთ ნიგოზს. დავასხათ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ სქელი სოუსი მივიღოთ, დავამატოთ ნიორი და ქინძიც. შევურიოთ ლობიო და 1 საათი მაინც გავაჩეროთ, რომ გემო კარგად გაუჯდეს.

View the English version: Red beans with walnuts – How to cook delicious Lobio