
მაფინების ეს რეცეპტი არ შეიცავს შაქარსა და ფქვილს, რაც მას უფრო ჯანსაღს ხდის.
რეცეპტის ავტორია ჩვენი ფეისბუკჯგუფის წევრი ინგა ჩიქოვანი. მეტი რეცეპტის სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე
დაჭერით ბანანი და დაუმატეთ კვერცხი, კაკაო, ვანილი და გამაფხვიერებელი. კარგად დააბლენდერეთ, რათა მიიღოთ სქელი და თხევადი მასა. შემდეგ გადაიტანეთ ფორმებში და გამოაცხვეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ თავზე მოასხათ შოკოლადი, ამისთვის დაგჭირდებათ 70 გ შოკოლადი და 50 გ რძე.