გოგრას მოვაჭრათ თავი, გულში თესლი ამოვაცალოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, შიგნიდან წავუსვათ ზეთი და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით, სანამ დაიბრაწება. პარალელურად ნიორი დავნაყოთ, წიწაკა და პომიდორი დავჭრათ, დავკეპოთ ოხრახუში. ტაფაში გავაცხელოთ 2 სკ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, ქარის სანელებელი და მოვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ხორცის ფარში, პომიდორი, ქოქოსის რძე, ოსპი და წიწაკა. ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში, როცა შესქელდება სოუსი, დავუმატოთ ისპანახი, ნახევარი ოხრახუში, მარილი და პილპილი. მომზადებული მასა მოვათავსოთ გოგრაში, მოვაყაროთ ნუში და დანარჩენი ოხრახუში.