ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ზომებად და ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში (ხახვი,ბულგარული,სტაფილო). ლობიო დავამტვრიოთ და ცალკე მოვხარშოთ. პომიდორი გავატაროთ. რომ წამოდუღდება, დავამატოთ გატარებული ნიორი და წიწაკა და ერთად ვადუღოთ. ყველაფერი ცალ-ცალკე რომ მოიშუშება და მოიხარშება, გავაერთიანოთ, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, სუნელები, მარილი გემოვნებით და კიდევ რამდენიმე წუთი ვშუშოთ. შემდეგ მდუღარე მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.1 დღე შევფუთოთ.უგემრიელესი გამოდის!