დაჭრილი ბანანი დააბლენდერეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა რძე და კვერცხი. ჩაის მარცვლებს დაამატეთ 3 ს/კ წყალი, გააჩერეთ 5 წუთით და დაუმატეთ ბლენდერში მიღებულ მასას. შემდეგ, პერიოდულად მოაყარეთ შვრიის ფანტელები და კარგად დააბლენდერეთ. დაუმატეთ ½ სუფრის კოვზი შაქრის პუდრა, მწიკვი მარილი, დაჭრილი ნიგოზი და კიდევ ერთხელ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. მიღებული მასას მიეცით მრგვალი ფორმები და შეწვით.