გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, გარდა აქტიური სამედიცინო კარიერისა, გატაცებულია კულინარიით. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თავისუფალ დროს სწორედ სამზარეულოში ტრიალს და სხვადასხვა რეცეპტების გამოცდას ანდომებს. ამჯერად ვიტამინიზირებული სმუზი შემოგვთავაზა. გარდა იმისა, რომ სმუზი დიახ, ვიტამინებით სავსეა, ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, წვავს ცხიმებს და მისი საშუალებით შეგიძლიათ წონაშიც კი დაიკლოთ. სმუზი აუცილებლად უნდა მიირთვათ დილას, ოღონდ არა უზმოზე. სასურველია მის დაგემოვნებამდე დალიოთ ჭიქა წყალი.