შეაზავეთ ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში. ხაჭო რაც უფრო მაღალპროცენტიანი იქნება, მით უფრო ნოყიერი გამოვა ნამცხვარი. დაუმატეთ მწიკვი მარილი, 2 კვერცხი და კარგად აურიეთ. უმჯობესია, გამოიყენოთ ბლენდერი და მოურიოთ მანამ, სანამ კრემისებრ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ შაქარი, ვანილი, დარბილებული კარაქი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ დაუმატეთ სოდა და კვლავ კარგად ურიეთ. მიღებულ მასას ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. მიღებული ცომი გაყავით ორ ნაწილად, გადააფარეთ ნაჭერი და ცოტა ხნით დააყოვნეთ. შიგთავსისთვის გათალეთ და გახეხეთ ვაშლი. დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოასხათ ლიმონის წვენი და ვანილი. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ თხილი ან კაკალი. ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე ისე, რომ მისი სისქე გამოვიდეს 2-3 მილიმეტრი. ცომის შუა ნაწილში, სიგრძეზე, მოათავსეთ ვაშლი, რომელიც წინასწარ მოამზადეთ. ცომის დარჩენილი ნაწილები დასერეთ და შემდეგ გადახვიეთ თქვენი გემოვნებით, ისე, რომ ვაშლის შიგთავსი მთლიანად დაიფაროს. იმავე პრინციპით მოამზადეთ ცომის დარჩენილი ნაწილიც. მოათავსეთ ნამცვარი საცხობ ქაღალდზე და აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით.