ვიღებთ ნუშს, ვხალავთ და ვაცლით კანს, შემდეგ ვყრით ბლენდერში ჭარხლის ფოთოლთან ერთად, ვუმატებთ წყალს, მარილს და ვაბლენდერებთ. მიღებული მასა გადაგვაქვს ტაფაზე, ვდგამთ დაბალ ცეცხლზე და ვუმატებთ კარაქს, ლიმონის ცედრას, ლიმონის წვენსა და შავ პილპილს. კარგად ვურევთ, რომ მივიღოთ სქელი მასა, გადმოვდგათ გასაციებლად. კალმახა სოკოს სალათი: ვიღებთ სოკოს, ვყრით წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე და ვუმატებთ კარაქის პატარა კუბიკს, ლიმონის წვენს, მარილს, ცოტა როზმარინს და შავ პილპილს. კარგად რომ მოიბრაწება, გადმოვდგათ, გავაციოთ და შევურიოთ წინასწარ დაჭრილ ჭარხლის ფოთოლს. სალათი მზადაა. სტაფილოს პიურე: სტაფილოს ვასუფთავებთ, ვჭრით პატარა კუბებად და ვხარშავთ. კარგად რომ მოიხარშება, გადავიტანოთ ბლენდერში და დავუმატოთ ცოტა მისივე ნახარში, კარგად დავაბლენდეროთ და გადავიტანოთ ტაფაზე, დავუმატოთ კარაქის კუბიკი მარილი, შავი პილპილი და ლიმონის წვენი, კარგად შევურიოთ მასა ერთმანეთში და მზადაა. ვასუფთავებთ საქონლის სუკს, ვჭრით სასურველ ზომაზე, ვაყრით მარილს და პილპილს, ვდებთ ცხელ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე და ვუმატებთ კარაქის კუბს. სასურველ დონემდე მისაყვანად შეგიძლიათ ღუმელიც გამოიყენოთ (180°), სასურველი სეევირება თქვენზეა დამოკიდებული, გემრიელად მიირთვით.