ბადრიჯანი გურულად: ბადრიჯანს ვთლით, ვჭრით კუბიკებად, ვაცხობთ ბევრ ზეთში, ვაზავებთ სუნელებით, ძმრით ნივრითა და ნედლი ხახვით. ისპანახის ფხალი: წყალში ვაბლანშირებთ ისპანახს, ცალკე ვაკარამელიზირებთ ხახვს. ვკეპავთ ისპანახს, ვუმატებთ კარამელიზირებულ ხახვს, ნიორს, დაკეპილ მწვანილებს, ბროწეულს, ვაზავებთ სუნელებითა და ძმრით. გოზინაყი: შაქრისა და მარილისგან ვაკეთებთ მარილიან კარამელს, ვუმატებთ ნიორს, ნაღებს, კარაქს, ლიმონის წვენს და ბოლოს - მოხალულ მზესუმზირას. კრემყველი პიტნით: ვკეპავთ მწვანილებს, ვუმატებთ კრემყველს, ვურევთ და ვაციებთ. მჭადი და ჭვიშტარი: ვკეპავთ პიტნას, მჭადის ფქვილს ვუმატებთ საჭირო ინგრედიენტებს, ვზილავთ თბილი წყლით და ვასვენებთ.