საქონლის სუკს ვამარინადებთ პილპილში, მარილში, ზეთში. ნუშს ბლენდერში ვფქვავთ და ვუმატებთ ოდნავ მარილს და 100გრ კარაქს, ვზილავთ ცომს, ვაბრტყელებთ 1 სმ სისქეზე, მრგვალ ფორმებად და ღუმელში ვაცხობთ 160გრადუსზე 10-15 წთ. სტაფილოს ვთლით ბრტყლად და მრგვალ ორცხობილის ზომის ყალიბში ვაკეთებთ ხვეულებს, ძირზე ფოლგით ვკრავთ ყალიბს, ზემოდან 50გრ კარაქს ვაგდებთ და ნახევარი ლიმონის ცედრას ვახეხავთ, ღუმელში ვაცხობთ 180გრადუსზე 30-40წთ. პატარა ქვაბში ვასხამთ ღვინოს, ორი ლიმონის წვენს, ვუმატებთ 30გრ კარაქს, მარილს და ვადუღებთ, სანამ არ შესქელდება. ჭარხლის ფოთოლი გავასუფთავოთ უხეში ღეროებისაგან და მოვწალოთ. ტაფაზე ვასხამთ ზეითუნის ზეთს და საქონლის სუკს ვწვავთ 1 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან, შემდეგ ვასვენებთ 5 წუთით, ვჭრით სამ ნაჭრად და ვახვევთ ჭარხლის ფოთოლში. ცხელ ტაფაზე 15 წამით ვბრაწავთ ორივე მხრიდან. სოკო დავძენძოთ პატარა ნაჭრებად და ზეთში, კარაქში მოვშუშოთ, მარილით და პილპილით შევასუნელოთ. თეფშზე დადებულ ნუშის ორცხობილაზე გამომცხვარი სტაფილო გადავიტანოთ, გვერდით მოვუწყოთ რბილად მოყვანილი დაძენძილი სოკო, ჭარხლის ფოთოლში გახვეული საქონლის სუკი და სასოუსეში ჩავასხათ ღვინის და ლიმონის სოუსი.