გარეცხეთ ჭარხლის ფოთლები, დაჭერით, დააყარეთ მარილი და დააყოვნეთ 2 საათით. შემდეგ კარგად გაწურეთ. დაუმატეთ დაჭრილი ქინძი, კამა, 2 კოვზი არაჟანი და გახეხილი ყველი თვალის ზომით. შიგთავსიც მზადაა. მაწონი და მარგარინი კარგად აურიეთ და დაუმატეთ 1ჩკ (არასავსე) სოდა და ამავე დოზის ძმარი. დააყარეთ ფქვილი და მოზილეთ ნაზი ცომი. შედგით მაცივარში შედეთ 40 წუთის განმავლობაში. ასეთი ცომი შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში და როცა მოგინდებათ, მაშინ გამოიყენოთ ხაჭაპურისთვის ან ლობიანისთვის. ცხობისას ზევიდან გადაუსვით კვერცხის გული.