წიწაკა დაჭერით კუბიკებად, პომიდორს გააცალეთ კანი და ნიორთან ერთად დაჭერით წვრილად. ყველი დაჭერით თხლად 2-3 მმ სიგანეზე. ქვაბში მოათავსეთ ნიორი და მწარე წიწაკა, შეწვით 2-3 წუთით. შემდეგ დაუმატეთ პომიდორი და ასევე გააჩერეთ 2-3 წუთით, დაამატეთ 100 მლ რძე და წამოადუღეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ყველი. დარჩენილი რძე ჩაასხით სოუსში.