მოათავსეთ შაქარი გაცხელებულ ტაფაზე, მოურიეთ განუწყვეტლივ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება შაქარი და მზა მასა გადაიტანეთ 20 სმ სიმაღლის საცხობ ფორმაში. დააბლენდერეთ რძე, კვერცხი და დაჭრილი ბანანი და ეს მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში. შემოაკარით ალუმინის ფოლგა. ღრმა ტაფაში ჩაასხით წყალი ისე, რომ შუაგულში მოათავსებულ საცხობ ფორმას ნახევრად ფარავდეს, და აადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, მოხსენით ფოლგა, გააგრილეთ და შედგით მაცივარში 2 საათით. ცალკე თეფშზე გადმოაპირქვავეთ და გემრიელი დესერტიც მზად არის.