ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაამატეთ იოგურტი ან არაჟანი, მზესუმზირის ზეთი 60 მლ, ან 80 გრამი კარაქი. მოურიეთ და ჩახეხეთ ლიმონი. გამაფხვიერებელი ფქვილში გააზავეთ და დაამატეთ მზა მასას. შემდეგ, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ვაშლი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დაჭერით და დაალაგეთ ცომზე ისე, რომ მიეცეს ყვავილის ფორმა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 1 საათის განმავლობაში.