გათალეთ გოგრა და ვაშლი, გაასუფთავეთ თესლებისაგან და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში და დაამატეთ წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს მასა. მოადუღეთ. დაგჭირდებათ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ, დააბლენდერეთ და გააგრძელეთ ხარშვა. დაუმატეთ შაქარი. ლიმონი და ფორთოხალი გაჭერით ორ ნაწილად და გაწურეთ. მიიღებთ დაახლოებით 120 გრამ ლიმონისა და 410 მლ ფორთოხლის წვენს. ორივე წვენი დაამატეთ ქვაბში. ურიეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება და არ ადუღდება. ადუღებული მასა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და კარგად მოხუფეთ.