ცომისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები მოათავსეთ ჯამში და მოზილეთ ფხვიერი ცომი. კარაქი და კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ცომს დააფარეთ ცელოფანი და 30 წუთი მოათავსეთ მაცივარში. კუბებად დაჭრილ ვაშლს დაასხით ლომონის წვენი, 100 გრ შაქარი და მოთუშეთ. ვაშლი გამოუშვებს წვენს და იმდენი ხანი უნდა მოთუშოთ,სანამ წვენი არ დაშრება. დაამატეთ ვანილი და კანელა. როდესაც გაგრილდება, დაამატეთ ნიგოზი. შემდეგ, ფორმას გადააკარით საცხობი ქაღალდი, ან წაუსვით კარაქი და გადმოიტანეთ ცომის ნახევარი. გადაანაწილეთ კარგად ფორმაში, ისე რომ გვერდები ამოიწიოს. დაადეთ ვაშლის ნიგვზიანი გულსართი და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილ ცომს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 40 წუთით.