მოათავსეთ რძე, წყალი, შაქარი, მარილი ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცალკე ჭურჭელში კაკაო გახსენით 8ს/კ წყალში, ჩაასხით რძიან მასაში და კარგად აურიეთ. დაამატეთ დაჭრილი შოკოლადი და მოურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. გახსენით 30 მლ წყალში აგარ-აგარი და დაამატეთ შოკოლადიან მასას. მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 2-3წუთით. ჩაასხით ფორმაში, გააგრილეთ და შედგით მაცივარში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.