ცომისთვის, ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს ყველა ინგრედიენტი. მოათავსეთ ჯამში კვერცხი, მწიკვი მარილი და ათქვიფეთ. დაამატეთ შესქელებული რძე. გააზავეთ ფქვილში გამაფხვიერებელი და ჩაყარეთ მასაში. გაადნეთ კარაქი, გააგრილეთ და დაამატეთ ჯამში. გამზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად, მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 7 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტი დაჭერით 4 ნაწილად, საერთო ჯამში, მიიღებთ 8 ნაჭერს. დაიწყეთ კრემის მომზადება, ამ შემთხვევაში, ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ცივი: კეფირი მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ ფქვილი და ათქვიფეთ. შემდეგ, ჩაასხით ნაღები. თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ჰაეროვან მასას. წაუსვით კრემი თითოეულ ფენას. ბოლოს შეგიძლიათ მორთოთ თხილით და თეთრი გახეხილი შოკოლადით. მზა ტორტი მოათავსეთ მაცივარში, ნახევარი საათით.