მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში ,გაცერით და დაამატეთ შაქარი, კვერცხი,ზეთი, რძე. გააერთიანეთ ხელის სათქვეფით, ბოლოს შეურიეთ ძმარი. გაყავით სამ ტოლ ნაწილად და გამოაცხვეთ გახურებულ (არა გადახურებულ) ტაფაზე, ტაფას წაუსვით ფუნჯით ზეთი. ცხობისას ტაფას დააფარეთ თავსახური. გამოაცხვეთ 24 სმ დიამეტრის ტაფაზე, დაბალ ტემპერატურაზე,მზაობამდე ,თავი უნდა მოუშრეს და შეამოწმეთ ხის ჩხირით. მოუხდება ნებისმიერი კრემი. მორთეთ ნაფხვენებით და ქოქოსის ფანტელით. 1 საათში, ან უფრო ადრეც შესაძლებელია სერვირება .