მასკარპონეს კრემი: მასკარპონე ათქვიფეთ 2კოვზ ნაღებთან ერთად და ნელ-ნელა დაამატეთ დანარჩენი ნაღები, შაქარი, ვანილი. კრემი უნდა იყოს მყარი. ჩადეთ სილიკონის ფორმაში და გაყინეთ. ტარტი: ფქვილი და შაქარი აურიეთ, დაამატეთ კარაქი, შემდეგ კვერცხი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ 3მმ სისქეზე და გადაიტანეთ ფორმაში. ნახევარი საათით შედგით მაცივარში. გამოაცხვეთ 170გრადუსზე, 30 წუთით. თეთრი შოკოლადის კრემი: ნაღები გააცხელეთ და დაამატეთ დაჭრილი შოკოლადი. კარგად აურიეთ (შოკოლადის) გადნობამდე. ტარტის აწყობა: ტარტზე დააასხით თბილი შოკოლადის კრემის ნახევარი, დააწყვეთ შუაზე გაჭრილი ჟოლო და დაამატეთ შოკოლადის კრემის მეორე ნახევარი. გააცივეთ და ზემოდან დაადეთ მასკარპონეს კრემი.