მოამზადეთ 17/23 ზე ზომის საცხობ ფორმაზე . გამოიყენეთ ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 150 გრ გამდნარი მარგარინი, შაქარი, მაწონი, კაკაო, ფქვილი, სოდა ძმრით ( სოდის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამაფხვიერებელი 15 გრ) და 1 ცალი ვანილი. გამოდის დასასხმელი მასა და ცხვება ორ ფენად. საცხობ ფორმაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 160 გრადუსზე. კრემის მომზადება : 250გრ კარგად ამოყვანილ კარაქს დაამატეთ 1ც შესქელებული რძე და ცოტა კონიაკი ან ლიქიორი. შეგიძლიათ დაამატოთ 1 სკ ყავა. გააფორმეთ მინანქრით. მთავარია, რომ გაგრილებული ფენები ამოატრიალოთ და უკუღმა დაკრემოთ. მეორე ფენაც უკუღმა დაადეთ და ზემოდან კრემი გადაუსვით. იმდენად ფაფუკი გამოდის, შეგიძლიათ მაშინვე დაჭრათ და მიირთვათ.