უფაფუკესი ნამცხვარი „ბამბისქულა“ – ბელა მაისურაძის რეცეპტით
უფაფუკესი ნამცხვარი „ბამბისქულა“ – ბელა მაისურაძის რეცეპტით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ამ რეცეპტის ფოტოები ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ინგა ჩიქოვანმა გაგვიზიარა. მკითხველების რეცეპტების სანახავათ ეწვიეთ ჯგუფს. 

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • გამდნარი მარგარინი - 150 გრ
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • მაწონი - 125 გრ
  • კაკაო - 2 სკ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • სოდა ძმრით
  • ვანილი - 1 ცალი
ინგრედიენტები კრემისთვის
  • კარაქი - 250 გრ
  • თეთრი შესქელებული რძე - 1 ცალი
  • კონიაკი ან ლიქიორი
მომზადების წესები

მოამზადეთ 17/23 ზე ზომის საცხობ ფორმაზე . გამოიყენეთ ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის.

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 150 გრ გამდნარი მარგარინი, შაქარი, მაწონი, კაკაო, ფქვილი, სოდა ძმრით ( სოდის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამაფხვიერებელი 15 გრ) და 1 ცალი ვანილი.

გამოდის დასასხმელი მასა და ცხვება ორ ფენად. საცხობ ფორმაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 160 გრადუსზე.

კრემის მომზადება :

250გრ კარგად ამოყვანილ კარაქს დაამატეთ 1ც შესქელებული რძე და ცოტა კონიაკი ან ლიქიორი. შეგიძლიათ დაამატოთ 1 სკ ყავა. გააფორმეთ მინანქრით.

მთავარია, რომ  გაგრილებული ფენები ამოატრიალოთ და უკუღმა დაკრემოთ. მეორე ფენაც უკუღმა დაადეთ და ზემოდან კრემი გადაუსვით. იმდენად ფაფუკი გამოდის, შეგიძლიათ მაშინვე დაჭრათ და მიირთვათ.