გაჭერით მსხალი შუაზე, კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული, გულში ჩადეთ ხაჭო. მოაყრეთ დარიჩინი და გამოაცხვეთ ღუმელში 180°-ზე 15 წუთით. უკვე გამომცხვარ მსხალს მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მოასხით თაფლი. გასაფორმებლად გამოიყენეთ მანგო და გემრიელად მიირთვით.