კარაქს დაუმატეთ შაქარი და თაფლი, დადგით ცეცხლზე და მოურიეთ. როდესაც პირველად გამოჩნდება ბუშტუკები, დაუმატეთ 1ჩკ სოდა, მოურიეთ და გადმოდგით, როდესაც კარამელისფერს მიიღებს. რომ გაგრილდება, გადაიტანეთ ჯამში. დაუმატეთ კვერცხი თითო-თითოდ და ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ კოვზით და ცომი მზადაა. გაყავით ორ ნაწილად, გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 7 წუთის განმავლობაში. დაიწყეთ კრემის მომზადება: არაჟანს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ლიმონმჟავა. მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მზა ფირფიტებს შემოაჭერით გვერდები, წაუსვით კრემი (ცოტა მოიტოვეთ თავზე გადასასმელად) და გადაახვიეთ. როდესაც შეახვევთ პირველ ფირფიტას, დადეთ მეორე ფირფიტის უკიდურეს კუთხეში და ორივე ერთად შეახვიეთ. შემოახვიეთ სამზარეულოს ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 4–5 საათის განმავლობაში. როდესაც მზად იქნება, წაუსვით კრემი, მორთეთ დაფშვილი ფირფიტითა და გამდნარი შოკოლადით.