სტაფილო და კომბოსტო მოხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ცოტაოდენი ადუღებული წყალი, მარილი, გახეხილი ნიორი და აურიეთ. მოაცილეთ წარმოქმნილი ზეთი და შეინახეთ ცალკე ჭურჭელში. კაკლის პასტას დაუმატეთ სანელებლები, ძმარი და კარგად დააბლენდერეთ. წაუსვით ნარევი კომბოსტოს ფოთლებზე. მოათავსეთ სტაფილოს ნაჭრები და გაახვიეთ თითოეული კომბოსტოს ფოთოლი ალუმინის ფოლგაში (გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ გამხმარი ქლიავიც). რულეტი მაცივარში დააყოვნეთ 1 საათით. დაჭერით კომბოსტოს რულეტი ნაჭრებად, დაასხით ცოტაოდენი კაკლის ზეთი და მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.