მოათავსეთ ჯამში: კვერცხის ცილა, თბილი რძე, ზეთი, თბილი წყალი, შაქარი, გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. ფქვილი დააამტეთ ნაწილ–ნაწილ. მოაყარეთ მარილი. კარგად მოზილეთ. ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი, რომ თითებზე გეკვრებოდეთ. გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი და დაელოდეთ ცომის ამოსვლას. გააკეთეთ პატარა ბურთები. გულსართისთვის გამოიყენეთ ყველი. შეგიძლიათ ცომში ჩადოთ პიურე, ზეითუნის ზეთის მარცვლები (უკურკო), შოკოლადის კარაქი, ისპანახი, ან რაც გნებავთ. დააყოვნეთ 30 წუთით. ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და გააზავეთ 2 სკ რძესთან ერთად. წაუსვით გამზადებულ ცომის მასას და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.