ქლიავის მარმელადი
ქლიავის მარმელადი
დრო 1620წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 500 გ (შეგიძლიათ დაუმატოთ)
  • შავი ქლიავი - 550 გ
  • ვაშლი (ანტონოვკა) - 150 გ
მომზადების წესები
ქლიავს კურკა გამოაცალეთ, ვაშლი გათალეთ და დაჭერით. დააყარეთ შაქარი და ცეცხლზე შემოდგით. ადუღეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება და არ ჩასქელდება. ზოგჯერ ამოურიეთ რომ არ დაიწვას.
ამ ყველაფრის გაკეთება მიკროტალღურ ღუმელშიც შეიძლება. ჯერ 20 წუთი მაქსიმალურ სიმძლავრეზე ხარშეთ, შემდეგ ამდენივე ხანს საშუალოზე. პერიოდულად ამოურიეთ. დრო შესაძლოა განსხვავებული იყოს ღუმელის მიხედვით.
საბოლოოდ სქელი მასა პლასტიკის კონტეინერში გადაიტანეთ, რომელსაც წინასწარ ძალიან თხლად მოუსვამთ კარაქს. 
დატოვეთ გასაშრობად ჰაერზე 24 საათი.
შემდეგ გადმოაბრუნეთ და გადმოიღეთ, დაჭერით ზოლებად, შემდეგ კვადრატებად და ამოავლეთ შაქარში.

ტეგები:
ვაშლი მარმელადი ქლიავი ნანახია: 20546